Страницы

სადამრიგებლო პროგრამა


სადამრიგებლო  პროგრამა  2016-2017  სასწავლო წელი

მარინა ნოზაძე


შესასრულებელი  საკითხები
დრო
1
შევადგენ  და  დირექციას დასამტკიცებლად   წარვუდგენ   კლასის აღმზრდელობითი მუშაობის გეგმარომლის შინაარსი ეფუძნება სკოლის მისიასგანისაზღვრება სადამრიგებლო პროგრამითსკოლის საერთო ამოცანებითმოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებებითსასკოლო ცხოვრების მიმდინარე მოთხოვნებითა და სხვათა გათვალისწინებით
10.09.
2
მოსწავლეთა  პირადი  საქმის მოწესრიგება,
11.09
სახელმძღვანელოთა  განაწილება. შეხვედრა  მშობლებთან. ხელშეკრულების  პირობების  გაცნობა. ხელშეკრულების 
16.09
3
მშობელთა  კრების მოწვევა. კლასის  საჭიროებების  დადება,  შინაგანაწესის    გაცნობა.  ანკეტირება
20.09
4
მოსწავლეთა  ანკეტირება. კლასის  ქცევის  წესების  ურთიერთშეთანხმებულად  შედგენა.დადება. შინაგანაწესის , მორიგეობისა  და  გაკვეთილების  ცხრილების   გაცნობა.
22.09
5
მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან უდმივი  კონტაქტი დასწრების წესების შესახებ ზუსტი ინფორმაციის  გაცნობა. მოსწავლეთა  გაცდენა-მოსაწრებაზე  მუდმივი  ორმხრივი  კონტროლი
მუდმივად
6
ყოველი  მოსწავლის  მიდრეკილებიბისა  და  საჭიროებების  დადგენა  მათ  განვითარებაზე ზრუნვა.
მუდმივად
7
თვის  ყოველ  მეორე   და  მეოთხე  ორშაბათს   კლასის  საათის  დაგეგმვა.
საკითხები  კლასის  საათისთვის:

პიროვნული და მორალური განვითარება
8
,,სხვას  ვექცევით  ისე, როგორც  გვსურს  მოგვექცნენ
9
ვინ  ცვლის  სამყაროს?
10
პიროვნება, ტოლერანტობა, ღირებულებები.
11
10 დეკემბერი ადამიანთა  უფლებების  საერთაშორისო  დღეა
გარემოს დაცვის კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი
12
როგორ  ზემოქმედებს  გარემო  ჩვენზე?
13
ჩვენ  ვზრუნავთ  ჩვენს  კლასზე
თვალსაწიერის გაფართოება
14
კლასის  მოსწავლეთა  მხატვრული  ნამუშევრების  გამოფენა
15
მე-10 კლასელთა  კონცერტი:
ხალხური  პოეზიის  საღამო

მეგობრებთან  ერთად  სიმღერა  და  ცეკვა...  კონცერტი
16
სასწავლო  ექსკურსიის  მოწყობა
17
ლაშქრობის  მოწყობა
18
19
ინტელექტუალური  კონკურსის ,,რა .სად, როდისმოწყობა



 სადამრიგებლო საათის პროგრამა

 ხაშურის    N 5 საჯარო სკოლა
  VIII კლასი
დამრიგებელი  მარინა ნოზაძე

2014-2015 სასწავლო წელი

                             დამრიგებლის  მუშაობის  პრინციპები
    დამრიგებლის  სააღმზრდელო მუშაობა შემდეგ  პრინციპებს  უნდა  ემყარებოდეს:
            რეკომენდაცია სადამრიგებლო საათის პროგრამის  განხორციელებისათვის:
   სადამრიგებლო  საათი ხელს  უწყობს  მოსწავლეების  სოციალურ-პიროვნულ  განვითარებასაყალიბებს  ნდობისა  და პატივისცემის  ატმოსფეროს , რაც წარმოადგენს  მოსწავლეებსა  და  მასწავლებელ-დამრიგებელს  შორის  პოზიტიური  ურთიერთობების  საფუძველს.
     კლასთან  დამრიგებლის  მუშაობასასურველიაშემდეგი  ფორმით მიმდინარეობდეს: მოსწავლეებთან  საუბრები; კონკრეტულ  საკითხთან დაკავშირებით  დისკუსიების, ვიქტორინების, ზეიმების, ექსკურსიებისა  და ლაშქრობების  ორგანიზება; მოსწავლეთა საჭიროებებიდან  გამომდინარე, ცნობილ  ადამიანებთან  და  სხვადასხვა  სპეციალისტებთან  თუ  ორგანიზაციის წარმომადგენლებთან  შეხვედრების  მოწყობა.
      დამრიგებელმა  კლასის  საჭიროებებიდან  გამომდინარე  უნდა დაგეგმოს  შეხვედრები  და ღონისძიებები. შესაძლებელიაამ  შეხვედრებს  ჰქონდეს  სისტემატური  ხასიათი. დამრიგებელი  უნდა  თანამშრომლობდეს  მოსწავლეთა  მშობლებთანსაგნის  პედაგოგებტანხელს  უწყობდეს სხვადასხვა  კულტურულ  და  საგანმანათლებლო  დაწესებულებებთან  (მაგ: ბიბლიოთეკებთანმუზეუმთან  და სხვ.) ურთიერთობის  დამყარებას.


      სადამრიგებლო  სასაუბრო  თემები  მოქცეულია  შემდეგ  ხუთ  მიმართულებაში;
სადამრიგებლო საუბრები  შესაძლოა  შედგეს  როგორც კლასში/სკოლაში, ისე სკოლის გარეთაც, მაგ: ექსკურსიაზე  ან მუზეუმის  დათვალიერებისას

პრინციპები, რომელსაც ეფუძნება აღნიშნული დოკუმენტი

 > აღზრდის მთლიანობა

 > 
შემოქმედიაქტიური პიროვნების აღზრდა

 > 
მოსწავლეთა ჩართულობა და მონაწილეობა

 > 
თანამშრომლობის პრინციპი

 > 
ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების დაცვის პრინციპი

,
    შევეცადე, ჩემი სადამრიგებლო პროგრამის ამოსავალი წერტილი ყოფილიყო ისეთი უნარ-ჩვევების სწავლება, როგორიცაა: პრობლემების გადაჭრა, კონფლიქტების მართვა, თვით-კონტროლი, გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება, თვით-ეფექტურობის გაზრდა, ობიექტური თვით-შეფასება და ..
გადავწყვიტე, ძირითადად სოციალური მიმართულების პროგრამებზე გამემახვილებინა ყურადღება, რომელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ლიდერული თვისებების ხელშემწყობი პროგრამები ( აკადემიური კლუბები), ჯანსაღი ცხოვრების წესის გამავრცელებლი პროგრამები (ნარკომანიის პრევენციის პროგრამა), მოხალისეობრივი აქტივობის ხელშემწყობი პროგრამები, დებატ-კლუბები.
   კლასგარეშე პროგრამების განხორციელება დამოკიდებულია მშობლების, განათლების სფეროში მოღვაწე ადამიანების და თემის წევრების მხარდაჭერაზე. დიდია ოჯახების როლი კლასგარეშე პროგრამებში, რადგან ისინი პირდაპირ კავშირში არიან და გავლენას ახდენენ ბავშვებზე. ამიტომ, აქტიურად ვითანამშრომლებ მათთან და მექნება ურთიერთობა წერილობითი ფორმით, მოვაწყობ შეხვედრებსთემის წარმომადგენლებთან, გამოჩენილ ადამიანებთან, სასულიერო პირებთან.
ვფიქრობ, მშობლის აქტიურობა ჩემს სამუშაოსაც საგრძნობლად შეამსუბუქებს. ავუხსნი მათ, რას ვგეგმავ წლის ან სემესტრის განმავლობაში, რა ცოდნას მიიღებს მოსწავლე, რა შედეგს უნდა მიაღწიოს მან სასწავლო წლის ბოლოს. მართალია, მშობელთან მუშაობა ჩემგან დამატებით დროს, ენერგიასა და მოთმინებას მოითხოვს, მაგრამ ამ შრომის გაწევა იმისთვის ღირს, რომ ერთგვარი მოკავშირე მყავდეს, რომელიც ბავშვს პროგრამის დაძლევისას წარმოქმნილი სირთულეების გადალახვაში დაეხმარება. მშობელთა უმრავლესობა არ არის აქტიურად ჩართული არა მხოლოდ სასწავლო პროცესში, არამედ სასკოლო ცხოვრებაშიც. როგორც წესი, ისინი ფიქრობენ, რომ სკოლასთან ინტენსიური თანამშრომლობით ბევრს ვერაფერს შეცვლიან. თუმცა, როგორც კი მშობლებს საშუალება ეძლევათ, ამ პროცესში უშუალოდ ჩაერთონ, მათი უიმედო დამოკიდებულება ქრება და ისინი ხვდებიან, რომ აქტიურობა, მართლაც, მნიშვნელოვანია. მშობლებს იმ ღონისძიების შესახებ შევატყობინებ, რომლესაც უახლოეს მომავალში ვგეგმავ და ვთხოვ, რომ მოსამზადებელ სამუშაოებში შეძლებისდაგვარად ჩაერთონ. მათი ჩართულობა მოსწავლეთა მოტივაციას საგრძნობლად აამაღლებს. მშობლებს მივცემ იმის საშუალებასაც, რომ დისკუსიაში აქტიურად ჩაერთონ. მშობელთა კრების დასასრულს ვთხოვ მშობლებს, რომ წერილობით მომაწოდონ საკუთარი შთაბეჭდილებები სამუშაო შეხვედრის შესახებ. წინასწარ მოვამზადებ მარტივ კითხვარს, რათა მშობლებმა კრიტიკული შენიშვნები თუ საქებარი სიტყვები ამ ფორმით მომაწოდონ. კითხვარში იქნება მსგავსი ტიპის კითხვები: რა მოეწონათ და რა არ მოეწონათ კრებაზე, რის გაუმჯობესებას ისურვებდნენ, რა რეკომენდაციების შემოთავაზება შეუძლიათ და .. გამოკითხვა აუცილებლად ანონიმური იქნება. მათი პასუხები დამეხმარება, რომ მომდევნო შეხვედრა უფრო წარმატებული და ორივე მხრისათვის საინტერესო იყოს
ვაპირებ, ჩავატარო კლასის საათები შემდეგი თემატიკით:
•”ზოგჯერ თქმა სჯობა არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების…”
• “ჩვენც დავბერდებით..
•”თეატრისულის სამჭედლო
როს შენი მიწა სხვას რჩება…”[გავიხსენებთ სამშობლოსათვის თავდადებულთ, კერძოდ, ვისაუბრებთ 21–  საუკუნის ცოტნე დადიანისჟიული შარტავას გმირობასა და თავდადებაზე. ვნახავთ და გავაანალიზებთ დოკუმენტურ ფილმს– "სოხუმის დაცემა"]
•,,ჩემი საყვარელი მუსიკა“  (საყვარელი მუსიკალური ნაწარმოების მოძიება და მოსმენა )
პოეზიის საათი:,,საუკუნეებს გააღვიძებს აზრი მარადი…“- შეხვედრა პოეტ მარიამ წიკლაურთან.
ჩემი საყვარელი წიგნი
 ჩემი მომავალი
·         ჩვენ და გარემო..”
·         დავგმოთ ძალადობა
·         როგორ მესმის თავისუფლება…”
·         როგორ ვიცხოვროთ” – შეხვედრასაუბარი მოძღვართან
·         რა ენა წახდეს…”
·         ათასად კაცი დაფასდა…”
ქართული სატელევიზიო გადაცემების ნეგატიური ასპექტები

     მუხლი 6. დამრიგებელი
1.        საჯარო სკოლაში ყველა კლასს უნდა ჰყავდეს დამრიგებელი. დამრიგებელი უნდა ასწავლიდეს  თავის სადამრიგებლო კლასს.
2.        დამრიგებლის მუშაობის მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში, პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში; დამრიგებელი ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უნდა უვითარებდეს მათ დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გააზრებაში.
3.        დამრიგებლის მოვალეობებია:
ა) გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში მშობელი) მათი უფლებები და მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.);
ბ) რეგულარულად ჩაატაროს სადამრიგებლო საათი (დაწყებით და საბაზო საფეხურზე);
გ) დაეხმაროს მოსწავლს აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილისხვადასხვა პრობლმის გადაჭრაში;
დ) იყოს შუამავალი მოსწავლს, მშობლსა და მასწავლებეს შორის პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;
ე) რეგულარულად მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ. დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ  სხვისი თანდასწრებით  საუბარი;
ვ)  საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
ზ)  გაიგოს მოსწავლის მიერ სკოლის გაცდენის მიზეზი;
თ)  გააკეთოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მიღწევის, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზი მასწავლებლებისგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და დაწეროს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათება. დახასიათებაში აღწერილი უნდა იყოსმოსწავლის ძლიერი მხარეები, მისი წარმატებები როგორც აკადემიური, ასევე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მოსწავლის მონაწილეობა წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებში; მოსწავლის აკადემიური, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარებისათვის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა გათვალისწინებაც სასარგებლო იქნებოდა მოსწავლისათვის;
ი) მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, დამრიგებელმა უნდა მოამზადოს ინფორმაცია მისი აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე  დასწრების შესახებ.
4.        დამრიგებლის მუშაობა უნდა ეყრდნობა  შემდეგ პრინციპებს:
ა) სრულფასოვანი აღზრდა - სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი განვითარებისაკენ;
ბ) მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა - დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის შინაგანი ძალების ამოქმედება და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო  პირობების შექმნა;
გ) მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება -დამრიგებელმა  მოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად საშუალება უნდა მისცეს მათ მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. დამრიგებელმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები;
დ) თანამშრომლობის პრინციპი – დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას.
საჯარო სკოლის დამრიგებელმა მუშაობის პროცესში უნდა გამოიყენოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში  - სამინისტრო), საჯარო სამართლის იურიდიული პირის  -ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის  - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული და/ან რეკომენდებული მეთოდური სახელმძღვანელოები და გზამკვლევები.


VII კლასში კლასის საათზე ვატარებდით "სამართლებრივი კულტურის საფუძვლებს".


Комментариев нет:

Отправить комментарий