Страницы

ჩემი კლასი

     ეს ჩემი მრავალრიცხოვანი, ფუსფუსა, მოუსვენარი,  ონავარი, საყვარელი და ძალიან საინტერესო კლასია.  გინდათ, უკეთ გაიცნოთ?  

              როგორია ჩემი კლასი ?  IXკლასში 23 მოსწავლეა.11გოგონა და 12 ვაჟი,რა თქმა უნდა,ყველა ადამიანი ინდივიდუალურია,რაც იმაში მდგომარეობს,რომ განსხვავებული ზნე–ჩვეულებები,მისწრაფებები და სწავლისადმი განსაკუთრებული მიდგომებით გამოირჩევიან. ვცდილობდი მომეხდინა დაკვირვება და ღრმად ჩავწვდომოდი თითოეულ მოსწავლეს, გამეგო შეძლებისდაგვარად მათი ხასიათი,რა გაეხარდებოდათ და რა ეწყინებოდათ.მე მგონი, რომ ნაწილობრივ მიზანს მივაღწიე.
    ჯერ მხოლოდ ორი წელი მაკავშირებს ამ ბავშვებთან.არ შემიძლია მთელი დღის განმავლობაში რამდენჯერმე რომ არ მოვინახულო . ვცდილობ, მაქსიმალურად ლოიალური ვიყო მათ მიმარ და პრობლემურ სიტუაციებში მათთან ერთად ვიყო. მოვნახო გამოსავალი, ან დავეხმარო,უყვართ ექსკურსიები,ერთად ყოფნა.
   ვცდილობ ,ვიყო არა მხოლოდ მასწავლებელი,არამედ მათი უფროსი მეგობარი.ჩემი წვლილი შევიტანო მათ ადამიანურ ჩამოყალიბებაში.

                                                 ფეხბურთი
     ჯანმრთელი  ცხოვრების  წესი  ძალიან  მნიშვნელოვანია.  სპორტის პროპაგანდა  და  სპორტული  ცხოვრების  ხელშეწყობა  კლასის  დამრიგებლის მნიშვნელოვანი  საზრუნავი  უნდა იყოს.  ეს მარტო  ერთჯერადი  აქტივობა  არ  არის, ეს  ავითარებს   გუნდური  მუშაობისა  და  სოციალურ  უნარებს. ამიტომ    მაქსიმალურად   ჩავერთე   სპორტის ამ სახეობაში.  ვაჟების დიდი ნაწილი ფეხბურთზე დადის.მთელი  კლასი  იყო  მონდომებული,  მონაწილეობას ღებულობდნენ როგორც რაიონის.ისე რაიონის გარეთ გამართულ შეჯიბრებებში და წარმატებით ბრუნდებოდნენ მშობლიურ ქალაქში.
     რაიონის სკოლებს შორის გაიმართა ე.წ."სკოლბურთი".ბავშვებმა თავი არ დაზოგეს და წარმატებასაც მიაღწიეს.ისინი ფინალისტები გახდნენ.დასკვნითი ტამაში გაიმართა გორში.მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა როდესაც მორიგი გამარჯვება მოიპოვეს.ისინი ერთი კვირით ფეხბურთის ფედერაციამ ბათუმში გაუშვა დასასვენებლად.მათ სიხარულს საზღვარი არ  ჰქონდა. 













                                         
    2014 წლის 19 სექტემბერს მოეწყო სკოლის ეზოს დასუფთავება.VIII კლასის მოსწავლეებიც აქტიურად ჩაერთვნენ     საზოგადო საქმეში










      

                


                                       





ლაშქრობა "უფლისციხეში"მატარებლით ვიმგზავრეთ









ზოგჯერ ესეც აუცილებელია

"ოქროსფერი შემოდგომა"  კლასის საათზე  ,ძალიან გავმხიარულდით


  ჩემი გამარჯვებული ბავშვები




                  ოპერაცია "საკლასო ოთახი"












Комментариев нет:

Отправить комментарий