Страницы

მოსწავლეთა დისციპლინური ზომები

                       მოსწავლეთა დისციპლინური ზომები
      1.სიტყვიერი გაფრთხილება - დირექტორის მიერ მოსწავლისათვის ზეპირი მითითება სკოლის შინაგანაწესის დარღვევის თაობაზე მოსწავლის პირად საქმეში არ აისახება.
    2. განმეორების შემთხვევაში დირექტორი, მასწავლებელს წარდგინებით აძლევს წერილობით საყვედურს, მასში განმარტებულია ჩადენილი ქმედების არსი. წერილო -ბით საყვედურს ადასტურებს მშობელი.
   3. სკოლის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება - სკოლის ტერიტორიის დალაგება.
   4.მოსწავლის დათხოვნა საგაკვეთილო პროცესიდან - მოსწავლის ქცევის კოდექსის უხეში ან სისტემატიური დარღვევისათვის,  წერილობით ეცნობება მშობელს. დირექტორის გადაწყვეტილებით მოსწავლეს დაითხოვენ 5 დღის ვადით, ხოლო დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებით  5-10 დღის ვადით.
    5.გაკვეთილიდან გაძევება - მასწავლებელი უფლებამოსილია დაითხოვოს მოსწავლე გაკვეთილიდან და აღნიშნულის თაობაზე  დაუყოვნებლივ აცნობოს დირექტორს. დირექტორი წერილობით აცნობებს მშობელს. განმეორების შემთხვევაში  მასწავლებები წერილობით მიმართავს დირექტორს და სთხოვს სხვა დისციპლინური ზომის გამოყენებას.
    6. მოსწავლის  გარიცხვა - როცა  ყველა  სხვა  დანარჩენი  დისციპლინური  ზომების გამოყენების  მიუხედავადმიზნის  მიღწევა  შეუძლებელია.
   7.   სპეციალიზებული  პროფილის  სკოლაში  გადაყვანა - სისტემატიური  ქცევითი პრობლემების  გამოვლენის  შემთხვევაშისკოლის  დირექტორი  უფლებამოსილია მიმართოს  განათლების  სამინისტროსამის  შემდეგ  მოსწავლე  გადაჰყავთ სპეციალიზებული  პროფილის  სკოლაში  მოთხოვნის  საფუძველზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий