Страницы

მუშაობის პრიორიტეტები

        
        
          ა) პიროვნული და მორალური განვითარება;
        ბ) გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება;
        გ) ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია;
       დ) უსაფრთხოება და ძალადობისგან თავისუფალი სკოლის    პოპულარიზაცია;
        ე) მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლება;
        ვ) თვალსაწიერის გაფართოება.




     აი ის შეკითხვები, რომლებიც უნდა დავუსვათ მასწავლებლებმა მშობლებს სასწავლო წლის დასაწყისში:
1.  რა მიგაჩნიათ თქვენი შვილის საუკეთესო უნარებად/შესაძლებლობად? მომიყევით როდის შეამჩნიეთ ეს უნარები/შესაძლებლობები.
2.  როგორ ფიქრობთ, წლის ბოლოს, რას იტყვის თქვენი შვილი მთელი წლის გამოცდილების შესახებ? რისი მოყოლის იმედი გაქვთ? რას მოგიყვებათ ის?
3.  როგორი იყო თქვენი გამოცდილება, როცა თქვენც იმავე კლასში იყავით, რომელშიც თქვენი შვილია? როგორ გახსოვთ თქვენი სასწავლო წელი?
4.  რა მოლოდინი გაქვთ თქვენი შვილის მიმართ ამ წელს?
5.  როგორ და როდის გინდათ შევხვდეთ ერთმანეთს ამ წელს? რა საკითხზე ისურვებდით რომ შეგეხმიანოთ?
6.  არის ისეთი საკითხი, რომელსაც თვლით რომ მე უნდა ვიცოდე? რაც დამეხმარება, უკეთ დავეხმარო თქვენ შვილს სწავლაში?
7.  არის საკითხი, რომელზეც მე უნდა გესაუბროთ და ვიცოდე თქვენ შვილთან დაკავშირებით?

Комментариев нет:

Отправить комментарий